ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] სპარტა პრაღადან საქართველოში - ივა გელაშვილი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს!

[EXCLUSIVE] სპარტა პრაღადან საქართველოში - ივა გელაშვილი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს!
თარიღი 17 აგვ 2022, 15:33

რამდენიმე კვირის წინ, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ივა გელაშვილმა "სპარტა პრაღა" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, გელაშვილი სამშობლოში ჩამოვიდა და ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

ჩვენი ცნობით, 21 წლის ცენტრალური მცველი ბოლნისის "სიონის" ღირსებას დაიცავს.

გელაშვილი "სპარტა პრაღას" აღზრდილია და ამ გუნდის ყველა ასაკობრივში აქვს ნათამაშები.

ამასთანავე, გელაშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია, სადაც მას 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

21 ტურის შემდეგ, ბოლნისის "სიონს" მხოლოდ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი