ავტორიზაცია

"გეტყვით, როგორ იყო სინამდვილეში", - რონალდუს მეგობარი ატლეტიკოში არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ავრცელებს

"გეტყვით, როგორ იყო სინამდვილეში", - რონალდუს მეგობარი ატლეტიკოში არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ავრცელებს
თარიღი 17 აგვ 2022, 20:32

ესპანელმა ჟურნალისტმა ედუ აგირემ კრიშტიანუ რონალდუს „ატლეტიკოში“ არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

დიდი ხნის მანძილზე იწერებოდა, რომ ფეხბურთელის აგენტმა მისი შეძენა მადრიდული კლუბის ბოსებს შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

„ტყუილია, რომ კრიშტიანუმ თავისი თავი მადრიდის „ატლეტიკოს“ შესთავაზა. მე გეტყვით, როგორ იყო რეალურად.

ჟორჟე მენდეშს პირველად მიგელ ანხელ ხილმა (ატლეტიკოს გენდირექტორი - ავტ) დაურეკა, შემდეგ კი სიმეონემაც.

ზუსტად ასე იყო, სწორედ „ატლეტიკო“ იყო დაინტერესებული რონალდუს სიტუაციით და არა პირიქით.“ - აღნიშნა რონალდუს მეგობარმა და ჟურნალისტმა El Chiringuito TV-ში საუბრისას.

ცნობისთვის, „ატლეტიკოს“ ფანებმა რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგ ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დროს ბანერიც გამოფინეს.