ავტორიზაცია

კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს - რატომ დაფიქრდა ფეხბურთელი რეალიდან წასვლაზე?

კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს - რატომ დაფიქრდა ფეხბურთელი რეალიდან წასვლაზე?
თარიღი 17 აგვ 2022, 20:39

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

ასეთ ინფორმაციას ესპანური წამყვანი გამოცემა Marca იტყობინება.

საქმე ისაა, რომ „მანჩესტერში“ ბრაზილიელის ხელფასი ორმაგი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ის მადრიდში იღებს. გარდა ამისა, „რეალმა“ მისი შემცვლელი ორელიან ჩუამენი დაიმატა, რაც კაზემიროს წასვლის თაობაზე არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.

30 წლის ფეხბურთელი ამ ეტაპზე აფასებს, თუ როგორი სიტუაციაა „მანჩესტერში“ და შეუძლია თუ არა გუნდს, ამჟამინდელი პრობლემური ვითარების გამოსწორება.

ამ ეტაპზე ტრანსფერი არარეალურს სულაც არ ჰგავს, თუმცა „რეალს“ ფეხბურთელის გაყიდვის აუცილებლობა არ აქვს და მხოლოდ იდეალურ შეთავაზებას დათანხმდება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, საყრდენის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო და უმნიშვნელოვანესი სიტყვა კარლო ანჩელოტიზე იქნება.

შეგახსნებებთ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერ ლიგა ზედიზედ ორი მარცხით დაიწყო.