ავტორიზაცია

გაირკვა თანხა, რომლის გადახდაც მანჩესტერს კუნიაში მოუწევს, თუ ტრანსფერის გაჩარხვა სურს

გაირკვა თანხა, რომლის გადახდაც მანჩესტერს კუნიაში მოუწევს, თუ ტრანსფერის გაჩარხვა სურს
თარიღი 17 აგვ 2022, 21:38

 ცნობილი გახდა, თუ რა შემთხვევაში გადავა „ატლეტიკოს“ შემტევი მატეუს კუნია „მანჩესტერ იუნაიტედში“.

Marca-ს ინფორმაციით, „ატლეტიკო“ ბრაზილიელის გაყიდვას არ აპირებს, ამიტომ მანკუნიანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდის გადახდა მოუწევთ,  რომელიც 60-70 მილიონ ევროს შეადგენს.

Cadena SER-ის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს კლუბის შეცვლა არ სურს. მას მადრიდში ყოფნა ძალიან მოსწონს და „ატლეტიკოში“ აპირებს წარმატების მიღწევას.

„როხიბლანკოს“ ხელმძღვანელობაში კუნიასი ბოლომდე სჯერათ და შესაბამისად, მისი გამოსასყიდზე ნაკლებ ფასად გაყიდვა უბრალოდ გამორიცხულია.

„ატლეტიკომ“ ფეხბურთელი „ჰერტადან“ 2021 წელს 26 მილიონ ევროდ შეიძინა.

ლა ლიგის გასულ სეზონში ბრაზილიელმა 30 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.