ავტორიზაცია

პსჟ-ში ახალი დიეტოლოგი აიყვანეს - რა აეკრძალათ ფეხბურთელებს პირველ რიგში?

პსჟ-ში ახალი დიეტოლოგი აიყვანეს - რა აეკრძალათ ფეხბურთელებს პირველ რიგში?
თარიღი 17 აგვ 2022, 21:42

„პსჟ-ში“ დიეტოლოგი აიყვანეს.

ასეთი გადაწყვეტილება კლუბის საფეხბურთო საკითხების მთავარმა მრჩეველმა, ლუიშ კამპუშმა მიიღო.

Le Parisien-ის ინფორმაციით, „პსჟ-ს“ დიეტოლოგის თანამდებობაზე კამპუშმა ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი აიყვანა, რომელმაც საქმიანობა კარიერის დასრულების შემდეგ შეცვალა.

პირველი ცვლილება, რომელიც ახალმა დიეტოლოგმა კლუბში შემოიტანა - ფეხბურთელის რაციონიდან კოლა და ცივი ჩაი ამოიღო.

აქამდე, მსგავსი ზომები კლუბში მიღებული არ ყოფილა - პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე 22 წელია „კოკა-კოლა“ „პსჟ-ს“ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

გასულ წელს, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდა.