ავტორიზაცია

"ტუხელის სისტემა ბოლომდე არ მიხდებოდა", - ვერნერი ჩელსიდან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა

"ტუხელის სისტემა ბოლომდე არ მიხდებოდა", - ვერნერი ჩელსიდან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა
თარიღი 17 აგვ 2022, 21:48

„ლაიპციგში“ დაბრუნებულმა ტიმო ვერნერმა „ჩელსიში“ შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

„ჩემთვის მთავარ ადგილზე ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება დგას. რა თქმა უნდა, „ჩელსიში“ დიდ წარმატებებს მივაღწიე, მაგრამ ბოლოსკენ სიამოვნების შეგრძნება დავკარგე, იმიტომ რომ მოედანზე რეგულარულად ვეღარ გავდიოდი.

ვფიქრობ, ტუხელის სათამაშო სისტემა ბოლომდე არ მიხდებოდა, ამიტომაც ვიფიქრე, რომ შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო იყო. იმ ასაკში ვარ, როცა თამაში მაქსიმალურად ხშირად გინდა.

„ჩელსისთან“ ჩემი კარიერის უდიდესი წარმატებები ასოცირდება, ეს კლუბი ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემთვის და მე ფეხბურთელებთან კონტაქტს გავაგრძელებ.“ - აღნიშნა გერმანელმა შემტევმა.