ავტორიზაცია

ატლეტიკომ მანჩესტერის 135-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა

ატლეტიკომ მანჩესტერის 135-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა
თარიღი 17 აგვ 2022, 23:02

მადრიდის „ატლეტიკომ“ ჟოაო ფელიქსის თაობაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ 135-მილიონიანი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.

Marca-ს ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ პორტუგალიელი შემტევის შეძენა მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა „ატლეტიკო“ მყარად დგას პოზიციაზე, რომ ფელიქსი არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იყიდება.

ერთადერთი ვარიანტი, რომლითაც ჟოაოს „ატლეტიკოდან“ წაყვანა არის შესაძლებელი, თუ თავად ფეხბურთელს დაითანხმებ და მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდი, რომელიც 350 მილიონ ევროს შეადგენს.

„მანჩესტერამდე“, ზაფხულის დასაწყისში, ფელიქსით „ბაიერნიც“ ინტერესდებოდა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაში, თუმცა ტრანსფერზე უარი ანალოგიური მიზეზით, მაღალი ღირებულების გამო თქვა.

ფელიქსი „ატლეტიკოში“ 2019 წელს „ბენფიკადან“ 127.2 მილიონ ევროდ გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.