ავტორიზაცია

ლივერპულის ნახევარმცველი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა

ლივერპულის ნახევარმცველი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა
თარიღი 17 აგვ 2022, 23:07

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ შესაძლოა გუნდი აგვისტოს ბოლომდე დატოვოს.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი გუნდში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რის გამოც ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა.

ამ ეტაპზე, ტრანსფერის შესახებ სერიოზული საუბრები ჯერჯერობით არ არის და მხარეები დიალოგის გაგრძელებას აპირებენ, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაცია ასეთია: კეიტა გაცილებით მეტ სათამაშო დროს და გარანტიებს ითხოვს.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის 23 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა, მიმდინარე სეზონში კი ჯერ მოედანზე ერთხელაც არ გასულა.