ავტორიზაცია

ჩელსის ობამეიანგის ტრანსფერზე საქმის დაჩქარება სურს - ლონდონელებს კონკურენტი გამოუჩნდათ

ჩელსის ობამეიანგის ტრანსფერზე საქმის დაჩქარება სურს - ლონდონელებს კონკურენტი გამოუჩნდათ
თარიღი 17 აგვ 2022, 23:14

ლონდონის „ჩელსი“ „ბარსელონას“ შემტევის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენის მცდელობას არ ტოვებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლურჯებმა“ გაბონელის წარმომადგენლებთან ამ კვირაში ახალი შეხვედრა დათქვეს, რომელზეც თავდამსხმელის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ახლიდან იქნება განხილული.

„ჩელსის“ მფლობელს ტოდ ბოელის სურს, ფეხბურთელის ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დახუროს, რისთვისაც საჭიროა, რომ ჯერ ობამეიანგს შეუთანხმდეს პირად კონტრაქტზე, შემდეგ კი „ბარსელონასთანაც“ აქტიურ მოლაპარაკებებში ჩაებას, რომელიც 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსის“ გარდა, ობამეიანგის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურს.

ობამეიანგმა პრემიერ ლიგა გასულ ზამთარს დატოვა, როცა „არსენალიდან" კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.