ავტორიზაცია

"არამგონია კარგი ტრანსფერი იყოს", - იურგენ კლინსმანი რონალდუს ბაიერნში ვერ ხედავს

"არამგონია კარგი ტრანსფერი იყოს", - იურგენ კლინსმანი რონალდუს ბაიერნში ვერ ხედავს
თარიღი 18 აგვ 2022, 10:14

„ბაიერნის“ ექს-ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი გუნდში კრიშტიანუ რონალდუს ვერ ხედავს.

„არამგონია, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარგი ტრანსფერი იყოს „ბაიერნისთვის“. როცა მესიზე და რონალდუზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთში ბოლო 15 წლის მანძილზე დომინირებდნენ.

ის დიდი პროფესიონალია, მისაბაძი მაგალითიც და რა თქმა უნდა შესანიშნავი ფეხბურთელიც. თუმცა მგონია, რომ „ბაიერნმა“ მასზე არ უნდა იფიქროს.

უფრო მეტად, გუნდმა ახალგაზრდა ცენტრფორვარდი უნდა მოძებნოს, ჩემი აზრი ასეთია.“ - აღნიშნა გერმანიის ნაკრების ექს-მწვრთნელმა და ფეხბურთელმა Ole-სთან საუბარში.

„ბაიერნს“ რონალდუს მთელი ზაფხულია უკავშირებენ, თუმცა მიუნხენელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ პორტუგალიელით არ ინტერესდებიან.