ავტორიზაცია

ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი: "კვარაცხელიაში ერთი მნიშვნელოვანი რამ დავინახე"

ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი: "კვარაცხელიაში ერთი მნიშვნელოვანი რამ დავინახე"
თარიღი 19 Aug 2022, 13:40

"ნაპოლის" ყოფილი თავკაცი ჯამპიერო ვენტურა ამავე გუნდის ახალწვეულზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ სერია ა-ს პირველივე ტურში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"კვარაცხელიამ პირველივე მატჩში თავისი კლასი აჩვენა და მასში ერთი მნიშვნელოვანი რამ დავინახე - ზიელინსკის მისამართით საგოლე პასმა დაგვანახა, რომ ხვიჩა გუნდური მოთამაშეცაა.

ახლა მთავარია, კვარა აქ განვითარდეს და პირველი წელი მისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს", - განაცხადა ვენტურამ.