ავტორიზაცია

"შეწყვიტეთ ბრაიტვაიტის ბულინგი!" - ბარსელონა დანიიდან გააფრთხილეს

"შეწყვიტეთ ბრაიტვაიტის ბულინგი!" - ბარსელონა დანიიდან გააფრთხილეს
თარიღი 19 აგვ 2022, 14:02

დანიელი ფეხბურთელი მარტინ ბრაიტვაიტი "ბარსელომა" 2020 წელს გაიფორმა და გუნდთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელი ხავის ხედვებში არ ჯდება და ბრაიტვაიტს ცუდი პერიოდი უდგას.

ამ ფაქტს დანიური ფეხბურთის ასოციაციის დირექტორი მაიკლ სალი ეხმაურება.

"ვფიქრობ, კლუბმა ფეხბურთელის მიმართ ბულინგი უნდა შეწყვიტოს და მეტი პატივისცემა გამოიჩინოს, რადგან ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია.

შეიძლება მწვრთნელის ხედვებში მარტივი არ ჯდება, თუმცა ფეხბურთელს გუნდისგან უპატივცემულობის შეგრძნება აქვს, რაც ძალიან ცუდია", - აცხადებს სალი.