კარლოს ენრიკე კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია!
მადრიდის „რეალის“ საყრდენი ნახევარმცველი, კარლოს ენრიკე კაზემირო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „რეალმა“ „მანჩესტერის“ შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
„წითელი ეშმაკები“ 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 10 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ახალ გუნდთან კაზემირო 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
დღეს, ბრაზილიელი თავის თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ინგლისში უიქენდზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდება.
მიუხედავად „მანჩესტერის“ სურვილისა, ორშაბათს, „ლივერპულთან“ მატჩში კაზემიროს დებიუტი ვერ შედგება, რადგან ჯერ ვიზის და სხვა საკითხებია მოსაგვარებელი.