ჩელსიმ ბარსელონასთვის ოფიციალური შეთავაზება მოამზადა
ლონდონის „ჩელსი“ მზადაა „ბარსელონას“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის თაობაზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართოს.
უახლოეს პერიოდში, „ჩელსი“ „ბარსას“ 19-მილიონიანი შეთავაზებით მიმართავს, კიდევ 5 მილიონი ევრო კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
„ჩელსიმ“ და ობამეიანგმა პირადი კონტრაქტის საკითხზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და გაბონელი კლუბების შეთანხმებას ელოდება.
„ბარსელონასთან“ ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, „ჩელსიში“ ობამეიანგის ანაზღაურება თითქმის ორჯერ გაიზრდება.
გაბონელი ფორვარდი „ბარსელონაში“ გასულ ზამთარს „არსენალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ესპანური გუნდის მაისურით 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
თავდაპირველი მონაცემებით, „ბარსელონას" ობამეიანგის სანაცვლოდ 30 მლნ ევროს მიღება სურს და უცნობია, რამდენად დათანხმდება „ჩელსის" ამ შემოთავაზებას.