ავტორიზაცია

"მკვლელი უნდა გახდეს" - არტეტამ არსენალის ფეხბურთელი გააკრიტიკა

"მკვლელი უნდა გახდეს" - არტეტამ არსენალის ფეხბურთელი გააკრიტიკა
თარიღი 20 აგვ 2022, 17:42

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ფეხბურთელი, საკა გააკრიტიკა.

"საკამ მკვლელის ინსტიქტი უნდა გამოიმუშავოს და სულ იმაზე ფიქრობდეს, როგორ გაუტანოს ხვალ მეტოქეს გოლი.

ვფიქრობ, მას ეს აკლია და განვითარება სჭირდება, ისე კი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია.

გარშემო საკას ისეთი ხალხი ჰყავს, ვისაც შეუძლიათ საკას დამოკიდებულება შეცვალონ და დროა, ასე მოხდეს", - განაცხადა არტეტამ.