ავტორიზაცია

VIDEO: დორტმუნდი 89-ე წუთზე 2:0 იგებდა, მაგრამ წააგო - საოცარი მატჩი ბუნდესლიგაში

თარიღი 20 აგვ 2022, 20:28

ბუნდესლიგის მე-3 ტურში „დორტმუნდი“ „ვერდერთან“ სენსაციურ სტილში დამარცხდა (2:3).

მატჩის 45-ე წუთზე ანგარიში იულიან ბრანდტმა გახსნა 45-ე წუთზე, 77-ზე რაფაელ გერეირომ მეორე გოლი გაიტანა.

თუმცა, „ვერდერმა“ სიტუაციის შემოტრიალება მატჩის 89-ე, 93-ე და 95-ე წუთებზე მოახერხა  და ბუნდესლიგის ამ სეზონში „დორტმუნდს“ პირველი მარცხი აგემა.