VIDEO: არსენალი კვლავ იგებს - არტეტას გუნდმა სტუმრად ბრწყინვალე სტილში იმარჯვა
პრემიერ ლიგის მე-3 ტურში „არსენალმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
მიკელ არტეტას გუნდი სტუმრად „ბორნმუთს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 იმარჯვა.
მატჩის მე-5 და მე-11 წუთებზე გუნდის კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა დუბლი შეასრულა და თამაშის ბედი დიდწილად მაშინვე გადაწყვიტა.
54-ე წუთზე უილიამ სალიბამ ჯაკას პასით მესამე გოლიც გაიტანა და მატჩში წერტილი დასვა - „არსენალმა“ მეტოქე აუღელვებლად და მშრალად დაამარცხა და 3 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მიიწევს წინ.