ავტორიზაცია

კარაგერი: "მანჩესტერმა შემდეგი რონალდუ უნდა ეძიოს და არა ეს დაიტოვოს, ამიტომაც მეუცნაურება კაზემიროს ტრანსფერიც"

კარაგერი: "მანჩესტერმა შემდეგი რონალდუ უნდა ეძიოს და არა ეს დაიტოვოს, ამიტომაც მეუცნაურება კაზემიროს ტრანსფერიც"
თარიღი 20 Aug 2022, 23:43

„ლივერპულის“ ექს-მცველი, ჯეიმი კარაგერი, „მან იუნაიტედს“ კრიშტიანუ რონალდუს გაშვებას ურჩევს.

„რონალდუმ თქვა, რომ განცხადებას ორ კვირაში გააკეთებს, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. მაგრამ მგონია, რომ ის კულტურული და ხარისხიანი ცვლილებები, რომლის ჩატარებაც გუნდს „ლივერპულის“ და „მან სიტის“ დევნის დასაწყებად სჭირდება, რონალდუსთან ერთად შეუძლებელია.

საქმე მის აქ ყოფნაში და მის ასაკშია. მგონია, რომ „ემიუს“ ახალი რონალდუ ჰყავს საძებნელი და არა ძველი შესანარჩუნებელი. საჭიროა მოძებნა ფეხბურთელების, რომლებიც მომავალში იქნებიან წარმატებულები.

ამიტომ იწვევს ჩემში კითხვებს კაზემიროს ტრანსფერი: „იუნაიტედს“ შემდეგი კაზემირო უნდა დაემატებინა, რომელიც, ახლავე, თუნდაც ვერ იქენბოდა ისეთი კარგი, როგორიც ეს არის.

2-3 წლის შემდეგ ის თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო იქნებოდა და მისი გუნდში დატოვება 5-6 წლით იქნებოდა შესაძლებელი. ამიტომ მეჩვენება ეს ტრანსფერი უცნაურად.

რონალდუ არის ფენომენი, მის ასაკში 20 გოლის გატანა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში - ოსტატობის მაჩვენებელია. თუმცა, მას ამ გუნდში ყოფნა არ უნდა, გუნდს კი არ შეუძლია ცვლილებების დაწყება, სანამ ის არ წავა.“ - აღნიშნა კარაგერმა.

ჩელსიმ მანჩესტერს პულიშიჩის ტრანსფერში მაგუაიერის ჩართვა სთხოვა - მზად არიან თუ არა ეშმაკები კაპიტნის გასაშვებად?