ავტორიზაცია

VIDEO: სეზონის პირველი მარცხი და კულიბალის წითელი - ჩელსი სტუმრად ლიდს იუნაიტედთან განადგურდა

თარიღი 21 აგვ 2022, 19:06

პრემიერ ლიგის მე-3 ტურში ლონდონის „ჩელსი“ სტუმრად „ლიდსთან“ განადგურდა.

შეხვედრა „ელანდ როუდზე“ გაიმართა და მასპინძელთა მოულოდნელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მატჩის 33-ე წუთზე აარონსონმა მენდის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ოთხ წუთში კი როდრიგომ სხვაობის ორამდე გაზრდა მოახერხა.

 69-ე წუთზე ჰარისონმა ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა და მატჩში ინტრიგა საბოლოოდ დაასამარა.

აღნიშნული შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა „ჩელსის“ ახალწვეულისთვის, კალიდუ კულიბალისთვის, რომელმაც მე-9 და 84-ე წუთებზე ყვითელი ბარათები მიიღო და „ჩელსის“ მაისურით მესამე მატჩში მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.