ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი მატჩი სენტ-ჯეიმს პარკზე! სიტი პირველ მარცხს ჰოლანდმა და ბერნარდუმ გადაარჩინეს

VIDEO: საოცარი მატჩი სენტ-ჯეიმს პარკზე! სიტი პირველ მარცხს ჰოლანდმა და ბერნარდუმ გადაარჩინეს
თარიღი 21 აგვ 2022, 21:38

პრემიერ ლიგის მე-3 ტურში „მან სიტი“ სტუმრად „ნიუკასლთან“ წაგებას გადაურჩა.

შეხვედრა სტადიონ „სენტ ჯეიმს პარკზე“ გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.

მატჩის მე-5 წუთზე გვარდიოლას გუნდი გიუნდოგანის გოლით დაწინაურდა, თუმცა ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებმა ორი გოლის გატანა მოასწრეს და წინ გავიდნენ.

54-ე წუთზე კირან ტრიპიერმა „ნიუკასლის“ მესამე გოლი შეაგდო და „სიტი“ სეზონის პირველ მარცხს მიაახლოვა.

თუმცა, მე-60 წუთზე ერლინგ ჰოლანდმა, 64-ზე კი ბერნარდუ სილვამ ორი სწრაფი გოლით „სიტი“ მარცხს გადაარჩინეს.

სამი ტურის შემდეგ „სიტის“ 7 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს, ლიდერი კი „არსენალია“, რომელიც ჯერ უდანაკარგოდ მიიწევს წინ.