ავტორიზაცია

სერია ა-ს ბომბარდირები - ხვიჩა კვარაცხელია პირველია!

სერია ა-ს ბომბარდირები - ხვიჩა კვარაცხელია პირველია!
თარიღი 21 Aug 2022, 23:46

სერია ა-ს მეორე ტურში "ნაპოლი" "მონცას" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას საწყის ორ ტურში 3 გოლი და ერთი ასისტი აქვს და ბომბარდირთა დავის ლიდერია.