"ხვიჩა ცოტა უნდა მოეშვას, დიდ ზეწოლას გრძნობს", - ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიაზე
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „მონცასთან“ გაფორმებული დუბლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
ქართველმა ფეხბურთელმა 4:0 მოგებულ შეხვედრაში პირველი და მესამე გოლები გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
„მას კარგი თვისებები აქვს, დიდი პროფესიონალი და საუცხოო ბიჭია. ის ერთი-ერთზე თამაშში ძალიან კარგია, იცის სად არის კარგი და ორივე ფეხით კარგად მუშაობს.
თუმცა, ის უნდა მოეშვას, პირველ 10 წუთში ისე ჩანდა, თითქოს მას პრობლემები ჰქონდა, ის უდიდეს ზეწოლას გგრძNობს.
მან იცის, რომ ნეაპოლის მომთხოვნი პუბლიკა უნდა დააკმაყოფილოს და ძალიან კარგია, რომ ზედიზედ ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.“ - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.