ავტორიზაცია

VIDEO: კაზემირომ რეალთან გამომშვიდობებისას პირველივე სიტყვებიდან ცრემლები ვერ შეიკავა

თარიღი 22 Aug 2022, 14:54

„აქ დაუვიწყარი საღამოები ჩავატარე. მე ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტიტულის მოგონებით მივდივარ, რომელიც ბოლოს მოვიგეთ. მოდრიჩთან და კროოსთან ერთად ფეხბურთისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე.

მინდა გითხრათ, რომ ერთხელ დავბრუნდები, რათა გულშემატკივრებს სიყვარულისთვის სამაგიერო გადაგიხადოთ და ამ კლუბის დახმარება გავაგრძელო.

აქ რაც ვისწავლე, ძალას მაძლევს იმისთვის, რომ ისეთ დიდ გუნდში გადავსულიყავი, როგორიც „მან იუნაიტედია“.

მადლობა თქვენ, პრეზიდენტო, თქვენთან ერთად ამ კლუბს ნათელი მომავალი აქვს და გამარჯვებებსაც გააგრძელებს. ჰალა მადრიდ!“, - თქვა კაზემირომ.