ავტორიზაცია

N1 სატრანსფერო სამიზნე - არსენალი ვულვზის შემტევის ტრანსფერზე მუშაობს

N1 სატრანსფერო სამიზნე - არსენალი ვულვზის შემტევის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 22 აგვ 2022, 17:40

„არსენალი“ „ვულვერჰემპტონის“ შემტევის, პედრუ ნეტუს ტრანსფერზე მუშაობს.

The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, ნეტუს ტრანსფერი „არსენალისთვის“ აბსოლუტურად პრიორიტეტულია.

ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე საქმე რთულადაა, რადგან „ვულვერჰემპტონს“ პორტუგალიელის გაყიდვა არ სურს.

„არსენალს“ არ შეუძლია ზედმეტად მაღალი თანხის გადახდა, რაც „ვულვზის“ პოზიციებს ფეხბურთელის არგაყიდვასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამყარებს.

მიუხედავად ამისა, „მეთოფეების“ მხრიდან ნეტუსადმი ინტერესი რეალურია და ტრანსფერის განხორციელება სულაც არ არის შეუძლებელი.