ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ტურის სიმბოლურშია!

ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
ნეაპოლელებმა "მონცა" 4:0 დაამარცხეს, კვარაცხელიამ კი დუბლი გაიფორმა.
21 წლის ფეხბურთელი სერია ა-ს ტურის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდა.