ავტორიზაცია

როი კინი: "კაზემიროს აგენტი ალბათ აღტაცებაშია, სასოწარკვეთილმა მანჩესტერმა ზედმეტად ბევრი გადაიხადა"

როი კინი: "კაზემიროს აგენტი ალბათ აღტაცებაშია, სასოწარკვეთილმა მანჩესტერმა ზედმეტად ბევრი გადაიხადა"
თარიღი 23 აგვ 2022, 16:49

„მან იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა, როი კინმა, კაზემიროს ტრანსფერი შეაფასა.

„გუნდი სასოწარკვეთაშია, მაგრამ კაზემირო ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუმცა, ამ მდგომარეობაში „მანჩესტერმა“ მას ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი და ბევრი ფული მისცა. იგივე იყო ერიქსენის შემთხვევაშიც, რომელმაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალბათ, აგენტი აღტაცებულია ასეთი გარიგებისგან. როცა შენ სასოწარკვეთილი ხარ, უფრო მეტსაც იხდი, ვიდრე ფეხბურთელი რეალურად ღირს.“ - აღნიშნა კინმა.

„რეალმა“ „მანჩესტერისგან“ 30 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 72+13 მილიონი ევრო მიიღო, თავად ფეხბურთელი კი კვირაში ხელფასის სახით 375 ათას ფუნტს მიიღებს და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.