ჩელსიმ ბარსელონას 15 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც დიდი ალბათობით დაუარებული იქნება
ლონდონის „ჩელსიმ“ თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენისკენ ნაბიჯი გადადგა.
Cope-ს ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბარსელონას“ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.
უდიდესი ალბათობით, „ბარსა“ ამ შემოთავაზებას დაბლოკავს, რადგან გაბონელი 25-30 მილიონად ფასდება.
თავის მხრივ, ობამეიანგის გაშვება ხავის არ სურს, რადგან მასზე იმედებს ამყარებს, მაგრამ ეს გარიგება გუნდს ფინანსურად ძალიან წაადგება.
ობამეიანგის გაყიდვა „ბარსას“ ლა ლიგაში ჟულ კუნდეს დარეგისტრირების საშუალებას მისცემს, რაც ბოლო დროს კლუბისთვის ნამდვილ პრობლემად იქცა.
ამის გამო, კუნდემ ლა ლიგაში საწყისი ორი ტურის მატჩი გამოტოვა და გავრცელებული ინფორმაციით, მოთმინების ფიალა უკვე ეწურება.