ავტორიზაცია

ტრანსფერი დახურვასთან ახლოსაა - ჟოზე მოურინიო რომაში ევრო 2020-ს ჩემპიონს იმატებს

ტრანსფერი დახურვასთან ახლოსაა - ჟოზე მოურინიო რომაში ევრო 2020-ს ჩემპიონს იმატებს
თარიღი 24 აგვ 2022, 00:30

„ტორინოს“ ყოფილი ფორვარდი ანდრეა ბელოტი „რომაში“ გადასვლასთან ახლოსაა.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტრანსფერი დასკვნით სტადიაზე იმყოფება და იტალიელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში „მგლების“ შემადგენლობაში ჩაირიცხება.

ბელოტი „რომასთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი კი 3 მილიონი ევრო იქნება.

გასული სეზონის ბოლოს ევრო 2020-ს ჩემპიონმა „ტორინო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ რაც გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა. 

რამდენიმე წლის წინ ბელოტით სხვადასხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ იმდროისთვის „ტორინო“ მას 100 მილიონ ევროდ აფასებდა, რის გამოც ფეხბურთელს ტურინულ გუნდში მოუწია გაჩერება.

ამ ზაფხულს „რომამ“ ბელოტის გარდა სხვა ხმაურიანი ტრანსფერებიც დახურა: ისეთები, როგორიცაა პაულო დიბალა და ჯორჯინიო ვეინალდუმი. თუმცა, ამ უკანასკნელმა მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი დროით იუქმებს.