ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა მცველი მარსელში გაუშვა - ფაბრიციო რომანო

მანჩესტერ იუნაიტედმა მცველი მარსელში გაუშვა - ფაბრიციო რომანო
თარიღი 24 აგვ 2022, 17:04

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კოტდიუვარელი მცველი ერიკ ბაილი კარიერას ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბაილი „მარსელს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, სეზონის ბოლოს კი ოლიმპიკს მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

ცნობისთვის, ამ ახალ სეზონში კლუბები ფეხბურთელის ხელფასს ნაწილ-ნაწილ გადაიხდიან, თუმცა გაცილებით მეტს საკუთარ თავზე „მარსელი“ აიღებს.

ივუარიელი ფეხბურთელი საფრანგეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე ჩაფრინდა და უახლოეს პერიოდში, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

გასულ სეზონში ბაილიმ პრემიერ ლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.