კვარაცხელიას 2 რეკორდი იტალიაში - ის, რაც არავის არასდროს არ გაუკეთებია!

ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელია იტალიური კარიერა იდეალურად დაიწყო და მალევე "ნაპოლის" ლიდერად იქცა.
სერია ა-ს სადებიუტო ორ შეხვედრაში კვარაცხელიამ სამი გოლი გაიტანა და რეკორდებიც დაამყარა.
კვარაცხელია ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც "ნაპოლის" სადებიუტო 2 მატჩში 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
ამასთანავე, 21 წლის ქართველი ისტორიაში პირველია, ვინც სერია ა-ში სადებიუტო 3 გოლიდან სამივე სხეულის სხვადასხვა ნაწილით გაიტანა.
კერძოდ, კვარაცხელიამ "ვერონას" თავით გაუტანა, "მონცას" კი ჯერ მარჯვენა ფეხით, შემდეგ კი მარცხენათი.