ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის გუნდმა პაკეტას შეძენა სცადა, თუმცა ლიონმა თავისი კატეგორიული მოთხოვნა წამოაყენა

პრემიერ ლიგის გუნდმა პაკეტას შეძენა სცადა, თუმცა ლიონმა თავისი კატეგორიული მოთხოვნა წამოაყენა
თარიღი 24 აგვ 2022, 22:36

„ვესტ ჰემის“ მცდელობა „ლიონის“ ნახევარმცველის, ლუკას პაკეტას შეძენის თაობაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგებს ბონუსების ჩათვლით 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

თავად პაკეტა ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ის „ლიონში“ დარჩენის შესაძლებლობასაც მიესალმება, რათა სათამაშო დროის გარანტია ჰქონდეს და 2022 წლის მუნდიალზე აუცილებლად წავიდეს.

„ლიონი“ მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს, მაგრამ მხოლოდ სარეკორდო ტრანსფერის შემთხვევაში. აქამდე, ასეთად ტანგი ნდომბელეს „ტოტენჰემში“ გადასვლა რჩება, რომელიც 60 მილიონი ევრო დაჯდა.

შესაბამისად, ფრანგული კლუბი მხოლოდ პაკეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ „ვესტ ჰემი“ 60+ მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს, რასაც „ვესტ ჰემი“, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის, არ აპირებს.