"კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რატომაც არ მომეწონება კრიშტიანუ რონალდუ არასდროს", - ლივერპულის ექს-მცველი
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ხოსე ენრიკემ, კრიშტიანუ რონალდუს და ჯეიმი კარაგერის ინციდენტზე ისაუბრა.
ესპანელ ექს-ფეხბურთელს არ მოეწონა, რომ „მან იუნაიტედის“ ფორვარდმა ჯეიმი კარაგერს ხელი არ ჩამოართვა, როცა „ლივერპულთან“ მატჩის წინ გარი ნევილს და როი კინს ესალმებოდა.
„რონალდუს უპატივცმელობა კარაგერის მიმართ - არასწორია. კინი და ნევილიც კლავდნენ კრიშტიანუს Sky Sports-ის ეთერში, ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კრიტიკის გამო მოხდა.
კარაგერი ფეხბურთს ძალიან დიდხანს თამაშობდა, „ლივერპულშიც“ მრავალი წელი გაატარე - უბრალოდ უთხარი „გამარჯობა“, უბრალოდ პატივისცემის ნიშნად.
ეს არის კიდევ ერთი ნათელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მომეწონება არასდროს რონალდუ. როცა ის თამაშს შეეშვება, ვნახოთ, ვინ დაუდგება გვერდით ასეთი საქციელების შემდეგ.“ - აღნიშნა ესპანელმა.