ავტორიზაცია

გუნდები კალათებში გადანაწილდნენ - დღეს ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართება

გუნდები კალათებში გადანაწილდნენ - დღეს ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართება
თარიღი 26 აგვ 2022, 12:33

დღეს, 26 აგვისტოს, ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართება.

გუნდები, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ოთხ კალათაში არიან გადანაწილებულები და წესების მიხედვით, ერთი კალათიდან ორი გუნდი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება. გარდა ამისა, ერთ ჯგუფში მოხვედრის შანსი არ აქვთ ერთი ქვეყნის წარმომადგენლებსაც.

პირველი კალათა: რომა, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ლაციო, ბრაგა, ცრვენა ზვეზდა, დინამო კიევი, ოლიმპიაკოსი

მეორე კალათა: ფეიენოორდი, პსვ, რენი, მონაკო, სოსიედადი, ყარაბაღი, მალმიო, ლუდოგორეცი

მესამე კალათა: შერიფი, ბეტისი, მიდტიულანდი, ბოდო გლიმტი, ფერენცვაროში, უნიონ ბერლინი, ფრაიბურგი, ფენერბაჰჩე

მეოთხე კალათა: ნანტი, ჰიკი, შტურმი, აეკ ლარნაკა, ოლომია, ციურიხი, უნიონი, ტრაბზონსპორი.

კენჭისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.