ავტორიზაცია

"ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტიში რჩება", - პეპ გვარდიოლამ პორტუგალიელის წასვლა ოფიციალურად გამორიცხა

"ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტიში რჩება", - პეპ გვარდიოლამ პორტუგალიელის წასვლა ოფიციალურად გამორიცხა
თარიღი 26 აგვ 2022, 20:32

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტიში“ რჩება.

ის რჩება.

ბერნარდუ სილვა „მან სიტიში“ რჩება?

რა თქმა უნდა. მის ტრანსფერზე ჩვენთვის არცერთ კლუბს არ დაურეკავს. ამიტომ, ის დანამდვილებით რჩება.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „პსჟ“ მზად იყო პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მლნ ევრო გადაეხადა, თუმცა „სიტიმ“ უარი თქვა. 

ასევე, ფეხბურთელით მთელი ზაფხულია „ბარსელონა“ ინტერესდება, თუმცა კატალონიელებმა ფინანსური პრობლემების გამო რეალურ მოლაპარაკებამდე საქმე ვერ მიიყვანა.