ავტორიზაცია

ორივე კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი - ალექსანდრ ისაკი პრემიერ ლიგაში გადავიდა

ორივე კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი - ალექსანდრ ისაკი პრემიერ ლიგაში გადავიდა
თარიღი 26 აგვ 2022, 20:40

შვედი ფორვარდი ალექსანდრ ისაკი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

„ნიუკასლმა“ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის განცხადებით, მან გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ ისაკის სანაცვლოდ 65+5 მილიონი ევრო გადაიხადა - ეს სარეკორდო გაყიდვაა „სოსიედადისთვის“ და ასევე სარეკორდო შენაძენია „ნიუკასლისთვისაც“.

გასულ სეზონში ისაკმა ლა ლიგის 32 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ახალ გუნდში ის 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

Transfermarkt ისაკს 30 მილიონ ევროდ აფასებს, ის 2019 წლის ივლისში „დორტმუნდიდან“ „სოსიედადში“ 15 მილიონ ევროდ გადავიდა.