ავტორიზაცია

როდის ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულის წინააღმდეგ?

როდის ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულის წინააღმდეგ?
თარიღი 27 აგვ 2022, 14:01

ცოტა ხნის წინ, უეფას ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლია", რომელიც ჯგუფში "აიაქსთან", "ლივერპულთან" და "რეინჯერსთან" მოხვდა.

პირველ შეხვედრას კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 7 სექტემბერს, ნეაპოლში გაიმართება.

მერსესაიდული პრესა ხვიჩა კვარაცხელიაზე უკვე აქტიურად საუბრობს და წერს, რომ მათ ახალი სალაჰი უპირისპირდებათ.