მანჩესტერ იუნაიტედმა ფერნანდეშის გოლით ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, "საუთჰემპტონი" საკუთარ მოედანზე მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდა.
მატჩი სტუმართა მინიმალური გამარჯვებით 0:1 დამთავრდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა. ამის შემდეგ "მანიუს" შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
ეს გამარჯვება ერიკ ტენ ჰაგის გუნდისთვის ზედიზედ მეორე გახლდათ. რაც შეეხება "წმინდანებს" მათ აქტივში 4 ქულაა.