ავტორიზაცია

VIDEO: მეორე ტაიმის ქამბექი და გამარჯვება! არსენალმა 100%-იანი შედეგი შეინარჩუნა

VIDEO: მეორე ტაიმის ქამბექი და გამარჯვება! არსენალმა 100%-იანი შედეგი შეინარჩუნა
თარიღი 27 აგვ 2022, 23:40

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „არსენალმა“ საკუთარ კედლებში „ფულემი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ემირეითსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

56-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრ მიტროვიჩმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა, თუმცა „არსენალმა’ მატჩში დაბრუნება მალევე მოახერხა - 64-ე წუთზე ბუკაიო საკას პასით მარტინ ოდეგორმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

გამარჯვების გოლი კი ლონდონელებმა 85-ე წუთზე, ცენტრალური მცველების დახმარებით შეაგდეს, უილიამ სალიბამ გაბრიელს გაატანინა და „არსენალს“ 100%-იანი შედეგი შეუნარჩუნა.

ამ დრომდე „არსენალი“ პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც 4-დან 4-ვე მატჩის მოგება შეძლო.