ავტორიზაცია

ოფიციალურად: ერერა პსჟ-დან ლა ლიგაში დაბრუნდა

ოფიციალურად: ერერა პსჟ-დან ლა ლიგაში დაბრუნდა
თარიღი 28 აგვ 2022, 13:55

33 წლის ნახევარმცველმა ანდერ ერერამ "პსჟ" დატოვა და ესპანურ ბილბაოს "ატლეტიკში" დაბრუნდა.

ამ ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. ერერა ბილბაოს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ესპანურ გუნდს კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნებათ.

გამოცდილი ნახევარმცველი ბილბაოელთა რიგებში 2011-14 წლებში გამოდიოდა და 128 
მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე იყო სამი წელი "რეალ სარაგოსაში".