ავტორიზაცია

არველაძის ჰალ სიტიმ კოლუმბიელის ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა

არველაძის ჰალ სიტიმ კოლუმბიელის ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა
თარიღი 28 Aug 2022, 14:25

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-7 ტურში, შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე "კოვენტრი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.

მატჩის გმირი კოლუმბიელი თავდამსხმელი ოსკარ ესტუპინანი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდმა ჩემპიონატზე სამივე საშინაო მატჩში მოიპოვა გამარჯვება.

"ჰალ სიტი" 11 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგი ტურის მატჩს 30 აგვისტოს გასვლაზე "ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

TOP.GE