ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონამ ვალიადოლიდი არ შეიჩმნია - ლევანდოვსკი კვლავ იტანს, თანაც ლამაზად

თარიღი 29 აგვ 2022, 00:21

ლა ლიგის მე-3 ტურში „ბარსელონამ“ შინ „ვალიადოლიდი“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

დუბლი რობერტ ლევანდოვსკიმ მიითვალა, თითო-თითო გოლი კი პედრიმ და სერხი რობერტომ მიითვალეს.

„ბარსამ“ 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.