ავტორიზაცია

VIDEO: პირველი ქულები დაიკარგა - პსჟ შინ მარცხს ნეიმარმა გადაარჩინა

თარიღი 29 აგვ 2022, 00:50

ფრანგული ლიგა 1-ს მეოთხე ტურში „პსჟ-მ“ „მონაკოს“ უმასპინძლა და პირველი ქულები დაკარგა.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-20 წუთზე მონეგასკები ვოლანდის გოლით დაწინაურდნენ, პარიზელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მესიმ შორიდან ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი მბაპემ ვერ იყოჩაღა და ბურთი ამჯერად მეორე ძელს გაარტყა.

საბოლოოდ „პსჟ“ მარცხს ნეიმარმა გადაარჩინა, რომელმაც 70-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი სეზონის პირველი მარცხისგან იხსნა.

ამრიგად, „პსჟ-მ“ მეოთხე ტურში პირველად ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და 10 ქულით, „მარსელთან“ და „ლანსთან“ ერთად, ცხრილს ლიდერობს.

მიმოხილვა მალე დაემატება.