VIDEO: აბა სხვა ვინ? რეალს ესპანიოლთან მატჩი ბოლო წუთებზე კარიმ ბენზემამ დუბლით მოაგებინა
ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ესპანიოლი“ დაამარცხა.
თამაში სტადიონ „კორნელიაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მატჩის მე-12 წუთზე „რეალი“ ვინისიუსის გოლით დაწინაურდა, თუმცა კატალონიელებმა ანგარიში 43-ე წუთზე ხოსელუს გოლით გაათანაბრეს.
მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გოლის გატანას ორივე გუნდი აქტიურად ცდილობდა, თუმცა წარმატებას „რეალმა“ მატჩის მიწურულს მიაღწია.
88-ე წუთზე როდრიგოს კარგ ჩაწოდებას კარიმ ბენზემა გამოეხმაურა საჯარიმოში, რომელმაც ლეკომტეს კარი აიღო.
მატჩის მიწურულს მოედნიდან „ესპანიოლის“ ფრანგი გოლკიპერი დანი სებალიოსზე თამაშის წესების დარღვევის გამო მოედნიდან გააძევეს და ბარსელონურმა კლუბმა მატჩი 10 კაცით ჩაამთავრა, რის გამოც „ესპანიოლის" მცველ კაბრერას მოუწია კარში ჩადგომა და ბენზემამ ჯარიმიდან მას შანსი არ დაუტოვა.
3 გასვლითი მატჩი მადრიდელებმა მაქსიმალური შედეგით, 9 ქულით დაასრულეს და „ბეტისთან“ ერთად ლა ლიგის ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ.