ავტორიზაცია

"მჯერა, რომ კავანი ჩვენი ფეხბურთელი იქნება",- გატუზო ურუგვაელის შესაძლო ტრანსფერზე

"მჯერა, რომ კავანი ჩვენი ფეხბურთელი იქნება",-  გატუზო ურუგვაელის შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 29 აგვ 2022, 10:32

ესპანური "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ედისონ კავანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და მოლაპარაკებებიც დაადასტურა.

"ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მისი დამატების შანსი ნამდვილად არსებობს. მჯერა, რომ კავანი ჩვენი ფეხბურთელი იქნება. ედინსონი 35 წლისაა, მაგრამ წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვს, ის დიდი მოთამაშეა ",- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

კავანის შესაძლო ტრანსფერზე ესპანური მედია წერს, რომ გამოცდილი ფორვარდი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ლა ლიგის გასულ ორ ტურში 3 ქულა მოიპოვა. "ღამურები" დღეს მე-3 ტურში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან.