ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - კავანი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება

შეთანხმება შედგა - კავანი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება
თარიღი 29 აგვ 2022, 12:48

ურუგვაის ნაკრების გამოცდილი ფორვარდი ედინსონ კავანი კარიერას  გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" გააგრძელებს.

როგორც ფაბრიციო რომანო და სხვა ცნობილი ჟურნალისტები წერენ, ფეხბურთელის "ღამურებში" ტრანსფერი გადაწყვეტილია. 35 წლის ფორვარდი "ღამურებთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კავანი "ვალენსიაში" უახლოეს საათებში გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანურ გუნდთან შეთანხმებამდე ურუგვაელის გადაბირება "რეალ სოსიედადი" ცდილობდა, თუმცა ისინი ფეხბურთელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ.