ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა ლოჩოშვილი ინტერთან? - კრემონეზეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი

ითამაშებს თუ არა ლოჩოშვილი ინტერთან? - კრემონეზეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 29 Aug 2022, 16:45

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" სტუმრად "ინტერს" დაუპირისპირდება. 

ლოჩოშვილმა "ტორინოსთან" მატჩის წინ ვარჯიშზე თავის მცირე ტრავმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი განაცხადში იყო მოედანზე არ გამოჩენილა. 

ჯერჯერობით, უცნობია, ითამაშებს თუ არა 24 წლის მცველი "ნერაძურის" წინააღმდეგ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "კრემონეზეს" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ მის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ვნახოთ, რა მდგომარეობაში იქნება ლოჩოშვილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოჯანმრთელდეს და იმედი გვაქვს, ასე იქნება. ეს ხვალ დილით გვეცოდინება", - განაცხადა ალვინიმ.

"ინტერის" და "კრემონეზეს" დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.