ავტორიზაცია

კვლავ ტრავმა? - ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია

კვლავ ტრავმა? - ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია
თარიღი 29 აგვ 2022, 18:04

სლოვაკეთში გამართული შეხვედრა "რუზომბეროკსა" და "სლოვან ბრატისლავას" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

"სლოვანის" ქართველი მცველი გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო, ჯაბა კანკავა სათადარიგოზე, გიორგი ჩაკვეტაძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძემ, რამდენიმე დღის წინ, კონფერენს ლიგის მატჩში მცირე დაზიანება მიიღო და მწვრთნელმა ის შეცვალა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ტრავმა არ არის. ის მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

გუშინდელ მატჩში ვლადიმირ ვაისმა ჩაკვეტაძის დასვენება და ზედმეტი რისკებისგან თავის არიდება ამჯობინა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი