ავტორიზაცია

პსჟ მონაკოს 50-მილიონიანი მცველის თაობაზე დაეკონტაქტა

პსჟ მონაკოს 50-მილიონიანი მცველის თაობაზე დაეკონტაქტა
თარიღი 29 აგვ 2022, 21:49

„მონაკოს“ მცველი აქსელ დისასი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შესაძლოა „პსჟ-ს“ შეუერთდეს.

Goal.com-ის ჟურნალისტის, მარკ მეშენუას ინფორმაციით, „პსჟ“ მონეგასკებს ფეხბურთელის თაობაზე დაეკონტაქტა, თუმცა ოფიციალური შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავს.

„მონაკოს“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურს, თავად დისასიმ პარიზში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

RMC Sport-ის ფაბრის ჰოკინსი ამატებს, რომ დისასი „პსჟ-სთვის“ სარეზერვო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ „ინტერის“ მცველის, მილან შკრინიარის შეძენა ვერ მოხერხდა.

ამ სეზონში დისასიმ ლიგა 1-ში ოთხი მატჩი ჩაატარა, მათ შორის გუშინ „პსჟ-ს“ წინააღმდეგაც და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.