ავტორიზაცია

"პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს", - ლიონის ქომაგები ფეხბურთელებისგან მოითხოვენ, რომ მწვანე ბუცები არ ჩაიცვან

"პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს", - ლიონის ქომაგები ფეხბურთელებისგან მოითხოვენ, რომ მწვანე ბუცები არ ჩაიცვან
თარიღი 29 აგვ 2022, 21:54

„ლიონის“ გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს უცნაური მოთხოვნა წაუყენეს.

კერძოდ, ფრანგული გუნდის ქომაგები ითხოვენ, რომ ფეხბურთელები მოედანზე მწვანე ბუცებით არ გადიოდნენ და ასეთი მოთხოვნით ლიგა 1-ს ბოლო ტურის მატჩში ბანერიც გამოფინეს.

საქმე ისაა, რომ „ლიონისთვის“ მწვანე ფერი გუნდის ისტორიულ კონკურენტთან, „სენტ-ეტიენთან“ ასოცირდება, რის გამოც ქომაგებს არ სურთ, რომ მათმა ფეხბურთელების ბუცები მტრის ფერებში იყოს.

პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ Adidas X Speedportal-ის ბუცები გუნდის 13 ფეხბურთელს აცვიათ, ისინი კომპანია „ადიდასთან“ კონტრაქტით არიან დაკავშირებულები და ვალდებულები არიან, ითამაშონ იმ ბუცით, რასაც სპონსორი ითხოვს.

„ადიდასის“ მწვანე ბუცებით გუნდის წამყვანი ფეხბურთელებიც ასპარეზობენ, ისეთები როგორებიც არიან ანტონი ლოპეში, მალო გუსტო, ტეტე, უსემ აუარი და კარლ ტოკო ეკამბი.

„ტრუასთან“ 4:1 მოგებულ მატჩში „ლიონის“ ქომაგებმა უზარმაზარი ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა: „პატივი ეცით ჩვენც ტრადიციებს“ და მწვანე ბუცები გადახაზული იყო.