ავტორიზაცია

როდის შეძლებს ტოტენჰემი პრემიერ ლიგის მოგებისთვის ბრძოლას? - ანტონიო კონტემ პრესპექტივებზე ისაუბრა

როდის შეძლებს ტოტენჰემი პრემიერ ლიგის მოგებისთვის ბრძოლას? - ანტონიო კონტემ პრესპექტივებზე ისაუბრა
თარიღი 29 აგვ 2022, 22:00

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ივარაუდა, როდის შეძლებს მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

„ახალ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა თვენახევარია დავიწყეთ. როცა ყოველ სამ დღეში გაქვს სათამაშო, ლოგიკურია რომ როტაციას უნდა მიმართო. ფეხბურთელები საკმარისად ჭკვიანები არიან, რომ ხვდებოდნენ, რომ ზოგჯერ მატჩი თადარიგშიც უნდა დაიწყონ, შემდეგ კი გამოვიდნენ და მისი მიმდინარეობა შეცვალონ.

ამ დროში კლუბს ექნება შესაძლებლობა გაიაზროს, რამდენად შეძლო შესაფერისი შემადგენლობის შეკრება და რაზეა კიდევ სამუშაო.

წინა სეზონს რომ შევადაროთ, ახლა იდეალთან ბევრად ახლოს ვართ. თუმცა იმისთვის, რომ სხვა ტოპ-კლუბებს შევედაროთ, დრო, მოთმინება და სატრანსფერო ფანჯრები გვჭირდება.

როგორც მინიმუმ ორი სატრანსფერო ფანჯარა გვჭირდება მათ დონეზე ასასვლელად.“ - აღნიშნა იტალიელმა.